პოლონეთში ერთმანეთს 30 ავტომობილი დაეჯახა

საქართველო, თბილისი - 15:06 | 26.01.2017
ნანახია: 1272

პოლონეთში ერთმანეთს 30 ავტომობილი დაეჯახა. ადგილობრივი მედიის ცნობით, რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ინციდენტი ქალაქ პიოტრკუვ-ტრიბუნალსკისთან  მოხდა.

პოლიციის წარმომადგენელთა განცხადებით, იმ დროს, როდესაც  ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, მაგისტრალზე ძლიერი ნისლი იყო. წინასწარი მონაცემებით, მომხდარში სატვირთო ავტომობილის მძღოლია დამნაშავე, რომელიც წინ მიმავალ სატვირთო მანქანას დაეჯახა, შემდეგ კი ყველაფერი ”დომინოს ეფექტით” განვითარდა.

შემთხვევის ადგილზე სასწრფო სამედიცინო დახმარების რვა მანქანისა და ორი ვერტმფრენის გამოძახება გახდა სასჭირო.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე