მსახიობი შაია ლაბაფი ტრამპის საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს

საქართველო, თბილისი - 13:55 | 26.01.2017
ნანახია: 1781

ამერიკელი მსახიობი შაია ლაბაფი ნიუ-იორკში შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საპროტესტო აქციაზე დააკავეს. ამის შესახებ გამოცემა Page Six-ი პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება.

მსახიობი მონაწილოებდა მის მიერ ორგანიზებულ წარმოდგენაში ”ის ჩვენ ვერ დაგბვყოფს”. როდესაც მასთან უცნობი პირი მივიდა აქცია ჩაშალა. ამის შემდეგ ლაბაფმა ოპონენტს დაარტყა. იბციდენტის შედეგდა პოლციამ მსახიობი დააკავა. ლაბაფი ცნობილია სხვადასხვა პერფორმანსებითა და საპროტესტო აქციებით.

მან, როგორც მსახიობმა სახელი გაითქვა ფილმებით ”ტრანსფორმები” და ”ინდიანა ჯონსი და ბროლის ქალის სამეფო”. 2008 წელს მას ”ამომავალი ვარსკვალვის” ნომინაციაში BAFTA-ს პრემია გადაეცა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე