ვიქტორია ნულანდი სახელმწიფო დეპარტამენტს ტოვებს

საქართველო, თბილისი - 11:01 | 26.01.2017
ნანახია: 1592

აშშ-ის სახელწმიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ვიქტორია ნულანდი თანამდებობას ტოვებს.  ამის შესახებ Associated Press-ი იუწყება.

ამერიკის საგარეო პოლიტიკურ უწყებას ერთდროულად რამდენიმე კარიერული დიპლომატი ტოვებს. ნულანდის გარდა თანამდებობებიდან გადადგნენ სახელმწიფო მდივნის თანაშემწეები ჯოის ბარი და მიშელ ბონდი, ასევე სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ადმინისტრაციულ საკითხებში პატრიკ კენედი.

ამ მომენტისათვის სახელმწიფო მდივნის მოვალეობას სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის ჯონ კერის მოადგილე ტომას შენონი ასრულებს. ამ თანამდებობაზე დონალდ ტრამპმა რექს თილერსონი წამოაყენა, რომლის კანდიდატურაც სენატს ჯერ არ დაუმტკიცებია.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე