ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობის შესახებ

საქართველო, თბილისი - 09:49 | 26.01.2017
ნანახია: 1251

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება შეასრულა და  ხელი მოაწერა გამკარგულებას მექსიკის საზღვარზე კედლის აშენების შესახებ. მისი თქმით, კედლის მშენებლობას მექსიკა დააფინანსებს.

პრეზიდენტმა ასევე მოაწერა ხელი საპრეზიდენტო დირექტივას უსაფრთხოების ზომების გამკაცრების შესახებ. გავრცელებული ინფორმაციით, ის ასევე გადახედავს დაკითხვის მეთოდებს, რომლებიც ტერორიზმში ბრალდებულების წინააღმდეგ გამოიყენება  და არ გამორიცხავს შეერთებული შტატების საზღვრებს მიღმა ცენტრალური დაზვერვის სამმართველოს საიდუმლო ციხეების აღდგენას.

ამის გარდა, მან გასცა განკარგულება იმ ქალაქების დაფინანსების შეწყვეტის შესახებ, რომლებიც არალეგალ მიგრანტებს ინახავენ.

მოსალოდნელია, რომ უახლოეს ხანებში ტრამპმა შემოიღოს დროებითი აკრძალვა აშშ-ში ლტოლვილების შესვლაზე, ასევე შეაჩეროს ვიზების გაცემა სირიის, იემენის, ერაყისა და ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეებისთვის.

მექსიკის ხელისუფლებამ კედლის მშენებლობის დაფინანსებაზე უარი არაერთხელ განაცხადა.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე