საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში განხორციელებულ რეფორმებს ავღანეთის დელეგაცია გაეცნო

საქართველო, თბილისი - 16:29 | 26.10.2015
ნანახია: 1778

ქვეყნის კომერციისა და მრეწველობის მინისტრს ქავარ ჰასიბულაჰსა და დელეგაციის სხვა წევრებს საჯარო რეესტრის თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე დღეს პირადად შეხვდა. მან სტუმრებს ის  ტექნოლოგიური და საკანონმდებლო რეფორმები გააცნო, რომელიც საჯარო რეესტრმა ბიზნესის რეგისტრაციის გამარტივების კუთხით განახორციელა.

„საჯარო რეესტრის რეფორმებს არაერთი ქვეყნის დელეგაცია ეცნობა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესის რეგისტრაციის გამარტივებული სისტემა, რომელიც დღეს საქართველოში მოქმედებს, ბევრისთვისაა სამაგალითო. ჩვენ ამ გამოცდილებას ნებისმიერ მსურველს მომავალშიც სიამოვნებით გავუზიარებთ“-აცხადებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე.

დელეგაციას ავღანეთის კომერციისა და მრეწველობის მინისტრი ქავარ ჰასიბულაჰი ხელმძღვანელობს. სამი დღის განმავლობაში სტუმრები საქართველოში განხორციელებულ თუ მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკურ რეფორმებსა და მონაცემთა გაცვლის სააგენტოს მუშაობის სპეციფიკასაც გაეცნობიან.  ვიზიტი პოლიტიკისა და მართვის კონსალტინგ ჯგუფის (PMCG) ორგანიზებითა და  საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის(IFC) მხარდაჭერით ხორციელდება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე