ლავროვი: პუტინს ძლიერი, ერთიანი და დამოუკიდებელი ევროკავშირის ხილვა სურს

საქართველო, თბილისი - 17:00 | 25.01.2017
ნანახია: 1176

მოსკოვი ევროკავშირის დაშლით არ არის დაინტერესებული. ამის შესახებ რუსეთის პირველმა დიპლომატმა სახელმწიფო დუმაში გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენ ამით არც არასდროს ვყოფილვართ დაინტერესებულნი. პრეზიდენტ პუტინს არაერთგზის აქვს ნათქვამი, რომ ძლიერი, ერთიანი და დამოუკიდებელი ევროკავშირის ხილვა სურს. გულწრფელად მიკვირს, როდესაც გვაბრალებენ, რომ ევროკავშირის წინააღმდეგ ვმუშაობთ. იმასაც ამბობენ, რომ ამერიკაში დემოკრატთა მთავრობა დავამხეთ და ახლა იგივეს გაკეთებას ვაპირებთ საფრანგეთში, გერმანიაში, ჰოლანდიასა და სხვა ქვეყნებში, რაც სრული სიცრუეა,“-აღნიშნა სერგეი ლავროვმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე