”ლა-ლა-ლენდი” ”ოსკარზე 13 ნომინაციაშია წარდგენილი

საქართველო, თბილისი - 10:43 | 25.01.2017
ნანახია: 1912

მიუზიკლი ”ლა-ლა-ლენდი” ’ოსკარის” პრემიის ნომინაციების რაოდენობით ლიდერი გახდა. ფილმი 13 კატეგორიაშია  14-ჯერ არის წარდგენილი, მათ შორის ორჯერ საუკეთესო სიმღერისათვის. ნომინანტები ლოს-ანჯელესში გამოაცხადეს.

კატეგორიაში ”საუკეთესო ფილმი” დემიენ შაზელის მიუზიკლი პრემიისთვის რვა ფილმთან ერთად იბრძოლებს.

ნომინაციაში ”საუკეთესო სმახიობი” მთავარი როლის შემსრულებელი ემა სტოუნი მერილ სტრიპს, იზაბელ იუპეერს, რუთ ნეგოის, ემი ადამსსა და ნატალი პორტმანს გაუწევს კონკურენციას.

დაჯილდოვების ცერემონია ლოს-ანჯელესში 26 თებერვალს გაიმართება.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე