61 წლის მელ გიბსონი მეცხრე შვილის მამა გახდა

საქართველო, თბილისი - 12:38 | 24.01.2017
ნანახია: 2779

61 წლის ამერიკელი მსახიობი და რეჟისორი მელ გიბსონი მეცხრე შვილის მამა გახდა. ამის შესახებ გამოცემა People-ს მსახიობის წარმომადგენელმა აცნობა.

გიბსონის 25 წლის ”გერლფრენდმა” სცენარისტმა როზალინდა როსმა ბიჭი გააჩინა. ბავშვი ლოს-ანჯელესში დაიბადა და მას ლარს ჯერარდი დაარქვეს. მელ გიბსონი და როზალინდა როსი ერთმანეთს ორი წელია ხვდებიან. როზალინდასთვის ლარს ჯერარდი  პირველი შვილია.

ახალშობილ ლარსის გარდა გიბსონს კიდევ ორი ქალიშვილი და ექვსი ვაჟი ჰყავს. რობინ მურთან ქორწინებაში მას ჰანა (1980), ტყუპები ედვარდი და კრეისტიანი (1982), უილიამი (1985), ლუი (1988), მაილო (1990) და ტომასი (1999) შეეძინა. ცოლ-ქმარი ერთმანეთს 2011 წელს გაშორდა.  

განქორწინების პროცესის დროს გიბსონმა რომანი გააბა რუს ოქსანა გრიგორიევასთან. 2009 წლის ოქტომბერში მათ ქალიშვილი - ლუსია შეეძინათ. მალე გრიგორიევამ მსახიობი ძალადობაში დაადანაშაულა და დაშორდა.

მელ გიბსონი ”ოსკარისა” და ”ოქროს გლობუსის” პრემიებს მფლობელია. ის მონაწილეობდა ფილმებში ”მევერიკი”, ”რა სურთ ქალებს”, ”შეშლილი მაქსი”, ”მამაცი გული” და სხვა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე