პარიზში უპილოტო ავტობუსები გამოჩნდა

საქართველო, თბილისი - 11:36 | 24.01.2017
ნანახია: 1333

პარიზის ხელისუფლებამ ქალაქში ორი უპილოტო მინი-ავტობუსი გაუშვა. ჯერჯერობით ეს პროექტი ექსპერიმენტალურია, თუმცა მისი წარმატების შემთხვევაში ქალაქის ხელისუფლება მზად არის ასეთი ტრანსპორტი განავითაროს.

ორივე ავტობუსი მოკლე მარშრუტს გადის და სპეციალურად გამოყოფილ ხაზზე მოძრაობს, რომელიც სხვა ტრანპორტისთვის არ არის განკუთვნილი.

ავტობუსი 12 მგზავრს იტევს. ის აღჭურვილია ლაზერული განათებითა და უამრავი კამერით, რათა თავიდან იყოს აცილებული ადამიანებთან ან მანქანებთან შეჯახება.

ავტობუსს არ აქვს მკვეთრად გამოკევთილი წინა და უკანა მხარე. დანიშნულების ადგილზე მისვლის შემდეგ მას შეუძლია მობრუნების გარეშე უკან წავიდეს.

პარიზის მერის მოადგილემ ჟან ლუი-მისიკამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უპილოტო სატრანსპორტო საშუალება მალე რევოლუციას მოახდენს საქალაქო ტრანსპორტის სამყაროში და დიდ ქალაქებში მთლიანად შეცვლის ადამიანთა ცხოვრებას.

ქალაქის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ მომავალში საგარეუბნო მატარებლებს მსგავსი ავტობუსებით ჩაანაცვლებს. ექსპერიმენტის შედეგები სამი თვის შემდეგ გახდება ცნობილი.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე