ტრამპის მრჩეველი მადონას დაპატიმრებას მოითხოვს

საქართველო, თბილისი - 10:27 | 24.01.2017
ნანახია: 1442

დონალდ ტრამპის მრჩეველი ნიუთ გინგრიჩი პოპ-ვარსკვლავ მადონას დაპატიმრებას მოითხოვს. ამის შესახებ მან Fox News-ის ეთერში განაცხადა.

“მან ღიად განაცხადა, რომ ტრამპის პრეზიდენტად არჩევის გამო თეთრი სახლის აფეთქებაზე ფიქრობდა. მისი სიტყვები არ შეიძლება უყურადღებოდ დარჩეს, რადგანაც ეს მემარცხენე ფაშიზმია,“-აღნიშნა გინგრიჩმა.

თავად მადონა ირწმუნება, რომ 23 იანვარს ე.წ. „ქალთა აღლუმზე“ წარმოთქმული მისი გამონათქვამები „კონტექსტიდან არის ამოგლეჯილი.“





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე