სადახლოზე არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები აღმოაჩინეს

საქართველო, თბილისი - 17:33 | 23.01.2017
ნანახია: 1201

26 დეკემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო”, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები (სერთო წონა 885,7 გრამი) აღმოაჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 30,982 ლარი შეადგინა.

საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე