იტალიაში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

საქართველო, თბილისი - 15:07 | 23.01.2017
ნანახია: 1359

იტალიაში საქართველოს მოქალაქე მოკლეს, ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროშიც ადასტურებენ. 45 წლის მამაკაცის ცხედარი ქალაქ ბარის სკვერში აღმოაჩინეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მამაკაცი ზურგის არეში ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობა აღენიშნება.

გამოცემის ინფორმაციით, ცხელ ხაზზე 118-ში შეტყობინება დილის 6 საათზე დაფიქსირდა, სადაც აღნიშნული იყო, რომ სიმონ ბოლივარის ქუჩაზე მდებარე სკვერში უცნობი მამაკაცის ცხედარი იქნა აღმოჩენილი. მამაკაცს პირადობის დამასტურებული დოკუმენტი არ აღმოაჩნდა, შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მივიდნენ. მამაკაცი რამდენიმე საათის გარდაცვლილი იყო.

მომხდარის შესახებ ინფორმირებულია იტალიაში საქართველოს საელჩო. გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა უწყებას უკვე მიმართეს და დაწყებულია მზადდება ყველა საჭირო დოკუმენტაციის მომზადებისა და მამაკაცის სამშობლოში გადმოსვენებისთვის.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე