ორ ქართულ მოკლემეტრაჟიან ფილმს როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალზე აჩვენებენ

საქართველო, თბილისი - 11:29 | 23.01.2017
ნანახია: 1503

სექციისთვის Voices Short Film შერჩეულია იოსებ (სოსო) ბლიაძის მოკლემეტრაჟიანი ფილმი "სამი საფეხური".

"სამი საფეხური" ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია, რომელიც 13 წლის მარიამის შესახებ მოგვითხრობს. მარიამი სიღარიბესთან ერთად უმკლავდება გარდატეხის ასაკს და მუდმივ შიშს, რომ მამამისი მას ფულის გამო უღალატებს.

როტერდამის კინოფესტივალზე ასევე აჩვენებენ დეა კულუმბეგაშვილის მოკლემეტრაჟიან ფილმს "ლეთა".

"ლეთას" მსოფლიო პრემიერა 2016 წელს კანის კინოფესტივალის ფარგლებში ფრანგულ რივიერაზე წარმატებით გაიმართა. მას შემდეგ ფილმი არაერთ კინოფესტივალზე დაჯილდოვდა.

როტერდამის კინოფესტივალი 25 იანვრიდან 5 თებერვლის ჩათვლით გაიმართება.

ფესტივალი 1972 წელს დაარსდა და მას შემდეგ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კინომოვლენად ითვლება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე