"წითელი ვაშლები" კლერმონ ფერანის საერთაშორისო კინოფესტივალზე მიიღებს მონაწილეობას

საქართველო, თბილისი - 11:26 | 23.01.2017
ნანახია: 1489

ქართველი რეჟისორის, გიორგი სიხარულიძის მოკლემეტრაჟიანი ფილმი "წითელი ვაშლები" კლერმონ ფერანის საერთაშორისო კინოფესტივალზე მიიღებს მონაწილეობას.

ფილმი ფესტივალის საერთაშორისო კონკურსშია წარდგენილი.

ფილმის "წითელი ვაშლები" მსოფლიო პრემიერა წარმატებით შედგა ტორონტოს A კლასის საერთაშორისო ფესტივალზე, სადაც იგი მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო სექციაში იღებდა მონაწილეობას.

კლერმონ ფერანის კინოფესტივალი მოკლემეტრაჟიანი ფილმების წამყვანი ფესტივალია, რომელსაც ყოველწლიურად 100 000 მაყურებელი ესწრება.

ფესტივალი 3-11 თებერვალს ჩატარდება.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე