"სხვისი სახლი" ამერიკელ კინოოპერატორთა საზოგადოების ნომინანტია

საქართველო, თბილისი - 11:25 | 23.01.2017
ნანახია: 1417

ამერიკელ კინოოპერატორთა საზოგადოებამ პრესტიჟული ჯილდოს Outstanding Achievement Awards ნომინანტები დააანონსა.

ნომინანტებს შორის მოხვდნენ ისეთი ცნობილი და წარმატებული ფილმები, როგორებიცაა: Arrival, Lion, La La Land, Moonlight და Silence.

ერთ-ერთ ჯილდოზე Spotlight Award 4 ნომინანტს შორის წარდგენილია ცნობილი ესპანელი ოპერატორი Gorka Gomez Andreu ფილმისთვის "სხვისი სახლი".

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამერიკელ კინოოპერატორთა ნომინანტი ქართველი რეჟისორის ნამუშევარი გახდა.

 რუსუდან გლურჯიძის "სხვისი სახლი" ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია, რომელსაც უკვე აქვს მოპოვებული არაერთი საერთაშორისო ჯილდო, მათ შორის მთავარი პრიზები კარლოვი ვარის, ბერგენისა და ევრაზიის საერთაშორისო ფესტივალებზე.

 „სხვისი სახლი“ — საქართველოს, რუსეთის, საფრანგეთის და ხორვატიის კოპროდუქციაა. ფილმი 1990-იანი წლების საქართველოს რეალობას ეხება. ფილმი ხანმოკლე, მაგრამ გამანადგურებელ ომში ფიზიკურად გადარჩენილი ორი ოჯახის შესახებ მოგვითხრობს. ისინი იკავებენ ნაჩქარევად გამოთავისუფლებულ სახლებს, მაგრამ მშვიდობიან გარემოში ახალი ცხოვრების დაწყება არ შეუძლიათ. ომი ყოველდღიურ ცხოვრებაშიც გრძელდება.
Outstanding Achievement Awards-ის დაჯილდოვების ცერემონიალი 4 თებერვალს 31-ედ გაიმართება.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე