ჰამბურგში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ჭურვი იპოვნეს

საქართველო, თბილისი - 18:00 | 20.01.2017
ნანახია: 1278

ჰამბურგის პორტის აკვატორიაში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბი აღმოაჩინეს. ამის შესახებ გამოცემა Hamburger Abendblatt იტყობინება. ჭურვი მდინარის ფსკერზე, 7 მეტრის სიღრმეზე იპოვნეს.

ათას კილოგრამიანი ბომბი წყლიდან სპეციალური ამწეების საშუალებით ამოიღეს. მის გაუვნებელყოფაში 50-მდე სპეციალისტი იღებდა მონაწილეობას.

ანალოგიურ შემთხვევას ჰქონდა ადგილი 25 დეკემბერს აუგსბურგშიც, სადაც 1,8 ტონიანი ჭურვი იპოვნეს. ამის გამო ახლომდებარე რაიონებიდან 54 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. 2015 წლის ოქტომბერში კი მეორე მსოფლიო ომის დროინდელი საავიაციო ჭურვი ბერლინში ებრაული მუზეუმის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე