5-მა ქალმა რუსთავში აფთიაქი გაქურდა

საქართველო, თბილისი - 15:00 | 20.01.2017
ნანახია: 2047

5-მა ქალბატონმა რუსთავში „იმპექსის“ ფირმის აფთიაქი გაძარცვა, ამის შესახებ ინფორმაციას "ინფორუსთავი" ავრცელებს. აფთიაქების ქსელის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის ლელა ლეჟავს ინფორაციით, ქალბატონები აფთიაქში დღის პირველ ნახევარში იმყოფებოდნენ.

სააგენტოს ცნობით, წაღებულია 1000 ლარამდე ღირებულების პარფიუმერია და ჰიგიენური საშუალებები.

ფაქტი აფთიაქში დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს. ჩვენთვის არსებული ინფორმაციით, ქალბატონები ამ დროისთვის იდენტიფიცირებულები არიან, მათი ასაკი 30-დან 35 წლამდე მერყეობს.მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 177 მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხობს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე