სოფელ კვირიკეში სტიქიით დაზარალებულ 12 ოჯახს ბინები გადეცა
საქართველო, თბილისი - 15:13 | 19.01.2017 ნანახია: 1163აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქობულეთის გამგებელთან, სულხან ევგენიძესთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან, სულხან ოქროპირიძესთან და მუნიციპალიტეტის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ კვირიკეში, 2012 წელს მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს შეხვდა და მათთან ერთად ახლადაშენებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი დაათვალიერა.
საცხოვრებელი სახლი ,,2012 წელს სტიქიის შედეგად დაზარალებულების დახმარების მიზნობრივი პროგრამის“ ფარგლებში აშენდა. მოეწყო კომუნიკაციები, ჩაისვა კარ-ფანჯრები, უახლოეს პერიოდში მოწესრიგდება მისასვლელი გზა და ეზო. მრავალბინიან სახლში ბინები 12 ოჯახს გადაეცა.
,,დღეს ჩვენ ვართ ქობულეთის რაიონში, სოფელ კვირიკეში. აქ აშენდა ახალი სოციალური სახლი. სტიქიით დაზარალებულ 12 ოჯახს გადაეცემა ბინები. მოხარულები ვართ, რომ დღეს, ნათლისღებას, მუნიციპალიტეტთნ ერთად, ოფიციალურად გადავეცით ამ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები. მომავალშიც გრძელდება მნიშვნელოვანი პროექტები. ადამინების უფლებების დაცვა, ხალხზე ზრუნვა ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ სახელმწიფო ზრუნავს მოქალაქეებზე, სტიქიით დაზარალებულ ოჯახებზე, ეკომიგრანტებზე. ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება. ჩვენ ყველა მუნიციპალიტეტში ვახორციელებთ მნიშვნელოვან სოციალურ პროექტებს“-განაცხადა ზურაბ პატარაძემ.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში არსებული სოციალური პროგრამის მიზანი სტიქიით დაზარალებულთა საცხოვრებელი სახლების აღდგენა-რეაბილიტაცია და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება იყო. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში 1 211 570 ლარი დაიხარჯა. ამავე პროგრამით მიწისძვრით დაზარალებული 134 საცხოვრებელი და 11 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის აღდგენა-რეაბილიტაცია მოხდა, ხოლო 14 ოჯახზე, რომელთა საცხოვრებელი სახლებიც რეაბილიტაციას არ ექვემდებარებოდა, კომპენსაციები გაიცა.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა