სასამართლომ მცხეთის მუნიციპალიტეტის ყოფილ გამგებელს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
საქართველო, თბილისი - 11:56 | 18.01.2017 ნანახია: 1282მცხეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მცხეთის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი ვახტანგ ყიფშიძე დამნაშავედ სცნო ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩადენილი თაღლითობის ორგანიზებაში, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და გადამეტებაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, 332-ე მუხლის I ნაწილითა და 333-ე მუხლის I ნაწილით.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ვახტანგ ყიფშიძემ მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლად მუშაობის დროს ქ. მცხეთაში, ფიქრის გორაზე მდებარე სახელმწიფოს კუთვნილ მიწის ნაკვეთებზე თაღლითურად საკუთრების უფლების მიღების მიზნით შექმნა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი და იმ მოტივით, რომ თითქოსდა აღნიშნული ჯგუფის წევრებს წლების განმავლობაში თვითნებურად ჰქონდათ მიწის ნაკვეთები დაკავებული, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით ქ. მცხეთის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულს ყალბი ცნობები დაამზადებინა. ასევე ვახტანგ ყიფშიძემ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით უკანონო დავალება მისცა მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მის თავმჯდომარეს, მიწის ნაკვეთებზე ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების საკუთრების უფლებები ეღიარებინათ.
აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად ვახტანგ ყიფშიძემ და ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა 2008 წლის მარტში ყალბი დოკუმენტების გამოყენებით ქ. მცხეთაში, ფიქრის გორაზე მდებარე სახელმწიფოს კუთვნილ 1 297 800 ლარის ღირებულების 28 840 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთებზე თაღლითურად მიიღეს საკუთრების უფლება.
ვახტანგ ყიფშიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 25-180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (თაღლითობის ორგანიზება, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით და ორგანიზებული ჯგუფის მიერ), 332-ე მუხლის I ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და 333-ე მუხლის I ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება) წარედგინა.
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ვახტანგ ყიფშიძე სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით, საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით, ჯარიმა 20000 ლარის ოდენობით და საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლების ჩამორთმევა 3 წლის ვადით.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
- „თეგეტა“ გარემოსდაცვით ღონისძიებას - „დედამიწის დღე 2024-ს“ შეუერთდა
- „თეგეტა მოტორსში“ Energizer-ის ბრენდის აკუმულატორებზე სპეციალური შეთავაზებები მოქმედებს
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა