სასჯელაღსრულების სამინისტრო რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულის გარდაცვალების ფაქტზე განცხადებას ავრცელებს

საქართველო, თბილისი - 10:35 | 18.01.2017
ნანახია: 1346

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო რუსთავის ნომერ მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულის გარდაცვალების ფაქტზე განცხადებას ავრცელებს. 

უწყების ინფორმაციით, მსჯავრდებულს, სამედიცინო გამოკვლევების შედეგად, სხვადასხვა სახის დაავადება დაუდგინდა და შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა. 

,,მსჯავრდებულს რამდენჯერმე ჩატარებული აქვს ანტიტუბერკულოზური მკურნალობა. 15 იანვარს მსჯავრდებულს მორიგე ექიმის მიერ მიეწოდა დანიშნული ფსიქოტროპული მედიკამენტი. იმავე დღეს, საღამოს მსჯავრდებული შეუძლოდ გახდა, საკანში გამოძახებულ იქნა ექიმი და სასწრაფო დახმარების ბრიგადა. 

მიუხედავად ადგილზე გაწეული ყველა საჭირო სამედიცინო დახმარებისა, დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი. დანიშნულია შესაბამისი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რომელიც ბიოლოგიური სიკვდილის გამომწვევ ზუსტ მიზეზს დაადგენს”,- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე