სადახლოზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

საქართველო, თბილისი - 16:29 | 17.01.2017
ნანახია: 1261

11 - 15 იანვარს, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო”, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (სერთო წონა 154.33 გრამი) აღმოაჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 10,447.53 ლარი შეადგინა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 10,447.53 ლარის ოდენობით შეეფარდათ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე