კონფერენცია - IEC 2015 ,,ეროვნული ეკონომიკის განვითარების მოდელები: გუშინ, დღეს, ხვალ“
საქართველო, თბილისი - 15:36 | 22.09.2015 ნანახია: 255516-17 ოქტომბერ ს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტი, სტუ-ს საინჟინრო-ეკონომიკის დეპარტამენტი, ეკონომიკური განვითარების და მისი სამართლებრივი უზრუნველყოფის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ატარებს მესამე საერთაშორისო ეკონომიკური კონფერენციას - IEC 2015 ,,ეროვნული ეკონომიკის განვითარების მოდელები: გუშინ, დღეს, ხვალ“.
კონფერენციის პროგრამით გათვალისწინებული მიმართულებები:
ეროვნული ეკონომიკის სექტორების განვითარების ძირითადი მიმართულებები (ალტერნატიული ენერგეტიკა, ბიოტექნოლოგია, ქიმია, ინფორმატიკა, სამთო-გეოლოგია, კავშირგაბმულობა, მშენებლობა, არქიტექტურა,დიზანი, ტრანსპორტი, მანქანათმშენებლობა და ა.შ.);
- სოციალური სექტორი (ჯანდაცვა, განათლება, დაზღვევა და ა.შ.) და ეროვნული ეკონომიკის განვითარება;
- აგრარული სექტორის განვითარების სტრატეგიები;
- უძრავი ქონების მართვის თანამედროვე პრობლემები;
- ტურიზმი - ეროვნული ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორი;
- ბიზნეს პროცესების მართვა (ბიზნეს-ინჟინერინგი); თანამედროვე მარკეტინგის უახლესი პრობლემები;
- საბანკო საქმე, ბუღალტრული აღრიცხვა და აუდიტი;
- ინვესტიციები და ინოვაციები, მათი კომერციალიზაცია. თავისუფალი ეკონომიკური ზონები და ტექნოპარკები;
- ეკონომიკური თეორიის თანამედროვე პრობლემები;
- უმაღლესი განათლების თანამედროვე ასპექტები (დაფინანსება, ინტერნაციონალიზაცია, სწავლების თანამედროვე მეთოდები და სხვ.);
- სამართალი და პოლიტიკა - ეროვნული ეკონომიკის განვითარებისთვის;
- ეროვნული ეკონომიკის განვითარების პოლიტიკური, ისტორიული, ფილოსოფიური, სოციოლოგიური და ფსიქოლოგიური ასპექტები.
კონფერენციის სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური, რუსული. კონფერენციის მასალები გამოქვეყნდება ჟურნალში „ბიზნეს-ინჟინერინგი“.
კონფერენციაში მონაწილეობის საფასური საქართველოს მოქალაქეებისთვის - 50 ლარი (დღგ-ს გარეშე), უცხოელებისთვის - 50 ევრო (დღგ-ს გარეშე). სარეგისტრაციო მოსაკრებელში შედის: სტატიის რეცენზირება, ჟურნალში „ბიზნეს-ინჟინერინგი“ გამოქვეყნება, კონფერენციის პროგრამა, სერტიფიკატი, ბეიჯი, ქოფი-ბრეიქი. მსურველთათვის ბანკეტის ღირებულება - 40 ლარი.
კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.
კონფერენციაში მონაწილეობის თანხის გადახდის ბოლო ვადაა 30 სექტემბერი. საბანკო რეკვიზიტები სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდისათვის მონაწილეებს გადაეგზავნებათ განაცხადების განხილვის შემდეგ. ერთი სტატიის ავტორთა მაქსიმალური რაოდენობა - 2.
სტატიები გამოაგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე: iec@gtu.ge . რეგისტრაციისა და კონფერენციის შესახებ უახლესი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ საიტს: www.iec.gtu.ge . საკონტაქტო პირები: ალექსანდრე სიჭინავა (+995) 595 719177; (+032) 2365391, შოთა ლომინაშვილი (+995) 577131 847.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, 0175, თბილისი, კოსტავას ქ. 77; აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 4600, ქუთაისი, თამარ მეფის ქ. 59.
სტატიის გაფორმების წესი:
- გვერდების მაქსიმალური რაოდენობა: 5 გვერდი, ფორმატი - A4
- შრიფტი: „AcadNusx’’, „Times New Roman’’, ზომა - 10, ინტერვალი - 1,5
- ზედა და ქვედა მინდორი - 2,5 სმ, მარცხენა მინდორი - 3სმ, მარჯვენა მინდორი -1,5სმ,
აბზაცი - 1,25 სმ, გრაფიკები, სქემები და ფოტო მასალა - MS Word
- 2. ტექსტის სტრუქტურა:
- სახელი, გვარი;
- თემის სათაური;
- რეზიუმე ქართულ, ინგლისურ ან რუსულ ენებზე, მაქსიმუმ 150 სიტყვა;
- საკვანძო სიტყვები;
- ძირითადი ტექსტი;
- გამოყენებული ლიტერატურა.
პოსტერ-პრეზენტაცია: კონფერენციის საერთო ტერიტორიებზე სამეცნიერო ნაშრომების პოსტერების მეშვეობით წარმოდგენის შესაძლებლობა იქნება და ავტორები დამსწრეთა კითხვებს შესვენებების დროს უპასუხებენ.
პოსტერ-პრეზენტაციის მომზადების ინსტრუქცია: პოსტერ-პრეზენტაციის ავტორები შესვენებების დროს დგანან კედლის პლაკატების (პოსტერების) წინ და პასუხობენ დამსწრეთა კითხვებს. კონფერენციის მონაწილეები ეძებენ მათთვის საინტერესო თემას და იჩენენ მის მიმართ ინტერესს.მნიშვნელოვანია, რომ დამსწრეთა ყურადღების მიპყრობისათვის შერჩეულ იქნას აქტუალური თემა და ვიზუალურად საინტერესო პრეზენტაცია. პოსტერი ადვილად წაკითხვადი უნდა იყოს 1.5 მეტრის მანძილიდან.
მხარდაჭერა: მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შევეცდებით დაგეხმაროთ პოსტერის განთავსებისათვის საჭირო ინსტრუმენტებით (წებოვანი ლენტი და სხვ.), მიზანშეწონილია, რომ თან იქონიოთ თქვენთვის აუცილებელი მასალები.
ფორმატი: ვინაიდან პოსტერ-პრეზენტაციაზე იქნება სხვა ავტორების პოსტერებიც, ამიტომ სარეკომენდაციო ზომები არ უნდა აღემატებოდეს: 50 სმ სიგანე და 80 სმ სიმაღლეს. პოსტერი დაიკიდება ვერტიკალურად.
შრიფტი და ზომა: გირჩევთ, რომ გამოიყენოთ შემდეგ შრიფტი და ფონტი: სათაური - Sylfaen, მინიმუმ 36 მმ, ტექსტი - მინიმუმ 24 მმ.
სხვა რეკომენდაციები: გირჩევთ, რომ გამოიყენოთ ილუსტრაციები, სქემები და გრაფიკები, რათა თქვენი პრეზენტაცია იყოს რაც შეიძლება მიმზიდველი.
პოსტერ-პრეზენტაციის ღირებულება - 20 ლარი.
პოსტერ-პრეზენტაციაში მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები და მათი პოსტერები გამოქვეყნდება კონფერენციის მასალებში.
პოლიტიკა
- ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - მირიამ ლექსმანი მონაცემთა ბაზაზე
- „ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა - იაგო ხვიჩია
- "უსამშობლოების" სია გაკეთდება - ირაკლი ზარქუა
- მინდა, შალვა პაპუაშვილს კითხვა დავუსვა: ძალადობაზე როგორ ლაპარაკობ საერთოდ? რომელიმე ძალადობის ფაქტი შეაფასე? ყველაფერს როგორ აყალბებთ? საერთოდ ვინ ხართ, საიდან მოხვედით? - გიორგი ვაშაძე
სამართალი
- ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც წამყვან ქვეყნებშია მიღებული - თეიმურაზ კუპატაძე
- ლადო აფხაზავასა და მის შვილზე თავდასხმაში ბარალდებულ პირს ბრალი წარედგინა
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
მსოფლიო
- დიდი ბრიტანეთი რუსეთის სამხედრო ატაშეს გააძევებს
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
კონფლიქტები
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- ისტორიული აღიარება - „პორშე ცენტრი თბილისს“ მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა