ე.წ. კაბელების საქმეში ბრალდებულები სასამართლოს დღევანდელ პროცესზე სიტყვით გამოვიდნენ

საქართველო, თბილისი - 18:42 | 16.01.2017
ნანახია: 1269

ე.წ. კაბელების საქმეში ბრალდებულები სასამართლოს დღევანდელ პროცესზე სიტყვით გამოვიდნენ.

კერძოდ, გიოგი ლობჟანიძემ განაცხადა, რომ ,,თუ მან მართლაც მოატყუა ფინანსთა მინისტრი, მისი მოადგილე, თავდაცვის მინისტრი და პრემიერმინისტრი დაჭერის ნაცვლად ჯილდოს იმსახურებს, რადგან ამდენი „არაკომპეტენტური“ ადამიანი გამოავლინა მთავრობაში”. ლობჟანიძის განცხადებით, მისთვის გაუგებარია რაში ადანაშაულებენ მას.

რაც შეეხება ბრალდებულ დავით წიფურიას, მან ხაზი გაუსვა, რომ საქმე მთლიანად სიყალბეზეა აგებული.

„არ ვეთანხმები იმ ბრალდებას, რასაც მიყენებენ. ეს ბრალდება შეურაცხმყოფელიც კი არის, რადგან საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით გამოდის, რომ ჩვენ 5 ადამიანი ვართ ჭკუასუსტები, ვიღაცას 5 მილიონი გავაკეთებინეთ და ამით არანაირი სარგებელი არ მივიღეთ. გვეუბნებიან, რომ უპირობო კეთილგანწყობა მოვიპოვეთ „სილქნეტთან“ და იქნებ ამიხსნათ, რა არის ეს უპირობო კეთილგანწყობა. სახლში „სიქლნეტის“ ერთი სერვისიც კი არ მაქვს“, - განაცხადა წიფურიამ. 

მისივე თქმით, „დელტაკომი“ თავდაცვის სამინისტროს უფასოდ არაფერს სთავაზობდა. სთავაზობდა. 
,,ჩვენ ბრალი გვედება ისეთ დანაშაულში, რომელიც არც კი მომხდარა. რომც მოგვენდომებინა, ამ დანაშაულს ვერც ჩავიდენდით, რადგან ჩვენი თანამდებობების ადამიანები ასეთ საკითხებს არ წყვეტენ. ვის გადაერიცხოს თანხა, რამდენი გადაერიცხოს, ვის მიენიჭოს უპირატესობა, ეს ჩვენ დონეზე არ წყდება“, - განაცხადა წიფურიამ. 
ბრალდებულმა სასამართლოს ობიექტური გადაწყვეტილების მიღებას სთხოვა.

როდის მიიღებს სასამართლო საქმეზე გადაწყვეტილებას, უცნობია.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე