სიღნაღის რაიონში ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა

საქართველო, თბილისი - 15:06 | 16.01.2017
ნანახია: 1512

სიღნაღის რაიონის სოფელ ილიაწმინდაში (ყოფილი ულიანოვკა) ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. 

როგორც საზოგადოებრივი მაუწყებელი იტყობინება, მაღალი გამავლობის ავტომობილის მძღოლმა მკვეთრ მოსახვევში, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა და საპირისპირო მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსს შეეჯახა. 

მომხდარის შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა მიკროავტობუსის მგზავრი ქალბატონი, 7 ადამიანი კი დაშავდა. 

დაშავებულები, სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებით, დედოფლისწყაროსა და წნორის საავადმყოფოებში გადაიყვანეს. 

თვითმხილველების თქმით, მომხდარის სავარაუდო მიზეზი სატვირთო ავტომობილის მიერ სიჩქარის გადაჭარბება გახდა. 

როგორც საზოგადოებრივს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე