გორში ბიზნესმენი საკუთარ ოფისში ჩაცხრილეს

საქართველო, თბილისი - 14:41 | 15.01.2017
ნანახია: 1593

მკვლელობა გორში - ბიზნესმენი გურამ გოგიჩაიშვილი საკუთარ ოფისში ჩაცხრილეს. შემთხვევა წერეთლის ქუჩაზე, რამდენიმე წუთის წინ მოხდა. 

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

შეგახსენებთ, რომ ეს გოგიჩაიშვილების ოჯახში მკვლელობის უკვე მეორე შემთხვეაა. მანამდე ერთ-ერთი ძმა რესტორანში მოკლეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე