კინომსახიობთა თეატრის წინ, ნატო ვაჩნაძის ძეგლი გაიხსნება

საქართველო, თბილისი - 12:01 | 14.01.2017
ნანახია: 2084

დღეს, მიხეილ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის წინ, ქართველი მსახიობის ნატო ვაჩნაძის ძეგლი გაიხსნება. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი დაესწრებიან.

2.20 მეტრი სიმაღლის მონუმენტის ავტორი ლევან ვარდოსანიძეა. მის შესაქმნელად თბილისის მერიამ მიერ კონკურსი გამოაცხადა, რომელშიც 5 ნამუშევარს შორის საუკეთესო შეირჩა.

ნატო ვაჩნაძეს განსახიერებული აქვს არაერთი სახასიათო როლი ფილმებში: „ქეთო და კოტე“, „არსენა ყაჩაღი“, „კრზანა“, „ვინ არის დამნაშავე“, „აკაკის აკვანი“, „ქაჯანა“, „საშობლო“, „მამის მკვლელი“ და სხვა.

ნატო ვაჩნაძის  მემორიალური სახლ-მუზეუმი გახსნილია ვაჩნაძეთა საგვარეულო სახლში, გურჯაანის სოფელ გურჯაანში. მუზეუმში დაცული და ექსპონირებულია მსახიობისა და მისი ოჯახის წევრთა მემორიალური ნივთები: XIX-XX სს. დასაწყისის ავეჯი, ხალიჩები, ფარდაგები, ჭურჭელი (რუსული და ფრანგული ფაიფური) ფერწერა, გრაფიკა, სკულპტურა, ფოტომასალა, დოკუმენტები, მსახიობის შესახებ გამოცემული წიგნები, კინოფილმების ასლები ნატო ვაჩნაძის მონაწილეობით;

ნატო ვაჩნაძე 1953 წელს მოსკოვიდან თბილისში მგზავრობისას ავიაკატასტროფაში დაიღუპა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე