უნგრელ ჟურნალისტს 3-წლიანი პირობითი სასჯელი მიუსაჯეს

საქართველო, თბილისი - 11:00 | 13.01.2017
ნანახია: 1337

უნგრელ ჟურნალისტს სამი წლიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯეს.  მას განაჩენი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის მიესაჯა. ტელეარხ N1-ის ჟურნალისტმა პეტრა ლასლომ სირიელი მიგრანტი წააქცია, რომელიც ბავშვით ხელში პოლიციას გაურბოდა. ჩანაწერმა, რომელიც სოციალური ქსელით გავრცელდა საერთო აღშფოთება გამოიწვია. ინციდენტი 2015 წლის შემოდგომაზე სერბეთის საზღვართან მოხდა.

ლასლო სამსახურიდან გაათავისუფლეს, გასული წლის სექტემბერში კი პროკურატურამ მას ხულიგნობის ბრალდება წაუყენა. პროკურატურის მონაცემებით ლასლომ ახალგაზრდა მამაკაცს ნიკაპში, ბავშვს კი მუხლში დაარტყა.

სირიელმა მიგრანტმა მოგვიანებით, ესპანეთის ერთ-ერთ საფეხბურთო სკოლაში დაიწყო მუშაობა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე