შსს-მ დიდი ოდენობით ნარკოტიკის უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საქართველო, თბილისი - 10:09 | 13.01.2017
ნანახია: 1286

შსს-მ აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, 1984 წელს დაბადებული ს.რ., ნარკოდანაშაულისთვის, თბილისში დააკავა, ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჩაატარეს.

„სამართალდამცველებმა, დაკავებულის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, 33,42 გრამი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 21 გრამ ჰეროინს შეიცავს. პოლიციამ ასევე ამოიღო 4 კაფსულა ფსიქოტროპული ნივთიერება „პრეგაბალინი“.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით)" - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე