პოლიციელის დაჭრის ფაქტზე შსს-მ 3 პირი დააკავა

საქართველო, თბილისი - 14:00 | 12.01.2017
ნანახია: 1322

საბურთალოზე, პოლიციელის დაჭრის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 3 პირი დააკავა.

გამოძიების დეტალების შესახებ პროკურატურას ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.

საბურთალოზე, წუხელ პოლიციის თანამშრომელი დაჭრეს. დაჭრილი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. 

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციელმა სამ მოქალაქეს ქუჩაში, წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა, რასაც შლაპარაკება მოჰყვა. პოლიციელს ჭრილობები დანით აქვს მიყენებული.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე