ემი ადამსს ჰოლივუდში ვარსკვლავი გაუხსნეს

საქართველო, თბილისი - 13:52 | 12.01.2017
ნანახია: 1637

ამერიკელ მსახიობს ემი ადამსს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს.

Daily Mail-ის ცნობით, ვარსკვლავის გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ მსახიობის ქმარი და ქალიშვილი, ასევე რეჟისორი დენი ვილმნევი და მსახიობი ჯერემი რენერი.

ადამსი კულტურის 2598-ე მოღვაწე გახდა, რომელსაც ეს საპატიო ჯილდო ერგო.

მსახიობი მონაწილეობდა ფილმებში „დამიჭირე, თუ შეგიძლია“, „ბეთმენი სუპერმენის წინააღმდეგ“, „ამერიკული აფერა“, „მაისის ხოჭო“, „მებრძოლი“ და სხვა. 2016 წელს ის Forbes-ის ვერსიით, ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი მსახიობების რეიტნგში მოხვდა და მეშვიდე ადგილი დაიკავა. მისმა შემოსავალმა 13,5 მლნ დოლარი შეადგინა. ადამსი „ოქროს გლობუსის“ ორგზის ლაურეატია.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე