მინდია გოგოჭური და მიხეილ თათრიშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოს 3-4 დღეში დატოვებენ

საქართველო, თბილისი - 12:11 | 12.01.2017
ნანახია: 1268

მინდია გოგოჭური და მისი მეგობარი მიხეილ თათრიშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოს 3-4 დღეში დატოვებენ. როგორც მათი მკურნალი ექიმი, ნიკოლოზ კვაჭაძე რუსთავი 2-თან საუბრისას აცხადებს, ორივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ ჩაუტარდათ ყველა საჭირო სამედიცინო პროცედურა.

კვაჭაძის თქმით პრეზიდენტის სიძესთან და მის მეგობართან ჯერჯერობით არ ყოფილან სამართალდამცველები.

შეგახსენებთ, რომ მინდია გოგოჭური და მისი მეგობარი გუშინ გვიან ღამით ბალანჩივაძის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე