პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური დაჭრეს

საქართველო, თბილისი - 10:10 | 12.01.2017
ნანახია: 1256

თბილისში, ბალანჩივაძის ქუჩაზე, წუხელ პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური დაჭრეს. იგი პირველი ლედის, მაკა ჩიჩუას შვილის, მაშო ჩიჩუას მეუღლეა. დაჭრილია მისი თანმხლები მეგობარიც.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. 
დაჭრილი პირები რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრში წუხელვე გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით მათი მდგომარეობა სტაბილურია.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე