ისლანდიას ევროკავშირში გაწევრიანება სურს

საქართველო, თბილისი - 12:05 | 11.01.2017
ნანახია: 1266

ისლანდიის ახალი კოალიციური მთავრობა ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს კვლავ დააყენებს.

დღეისათვის ისლანდია შენგენის ზონის წევრია, მაგრამ ევროკავშირში გაერთიანებული არ არის. 2009 წელს ღრმა ეკონომიკური კრიზისიდან თავის დასაღწევად ისლანდიამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი შეიტანა. თუმცა 2014 წელს კრიზისი გადაილახა, ისლანდიამ კი ბრიუსელთან გაწევრიანების პირობები ვერ შეათანხმა.

ახლა მთავრობა აპირებს პარლამენტში კენჭისყრაზე გაიტანოს ვეროკავშირში შესვლის შესახებ რეფერენდუმის გამართვის საკითხი. 2016 წლის ოქტომბერში გამართული არჩევნების შედეგად ისლანდიაში ჩამოყალიბდა კოალიციური მთავრობა, რომელშიც შევიდნენ დამოუკიდებლობის კონსერვატიული პარტია, რეფორმების პარტია და მოძრაობა” ნათელი მომავალი”. გუშინ ცნობილი გახდა, რომ მთავრობას დამოკიდებლობის პარტიის ლიდერი ბიარნი ბენედიკტსონი უხელმძვანელებს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე