ქაბულში აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 51-მდე გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 11:53 | 11.01.2017
ნანახია: 1305

ქაბულში გუშინ მომხდარი ორი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 51-მდე გაიზარდა. ადგილობრივი ხელისუფლების მონაცემებით დაჭრილია 150-მდე ადამიანი. ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, პირველი აფეთქება დარულამანის რაიონში თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. დანაღმული ავტომობილი კი პარლამენტის შენობის წინ აფეთქდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილთა შორის არის პარლამენტის ქალი დეპუტატიც.

აფეთქებებზე პასუხისმგებლობა რადიკალურმა მოძრაობა ”თალიბანმა” აიღო.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე