“MISS UNIVERSE 2016”-ის გრანდიოზული ფინალური შოუ, 29 იანვარს, მანილაში გაიმართება

საქართველო, თბილისი - 11:46 | 11.01.2017
ნანახია: 1608

“MISS UNIVERSE 2016”-ს ფილიპინები მასპინძლობს.  „მის სამყაროს“  ოფიციალური და ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში, სამოდელო სააგენტო „იმიჯ ცენტრის“ ინფორმაციით, სილამაზის საერთაშორისო კონკურსის “MISS UNIVERSE 2016”-ის გრანდიოზული ფინალური შოუ 29 იანვარს, ფილიპინების დედაქალაქ მანილაში,  Mall of Asia Arena-ზე გაიმართება.

ღონისძიება პირდაპირი ეთერით გადაიცემა ამერიკის შეერთებულ შტატებში  ტელეკომპანია FOX-ის მიერ.

65-ე «მის სამყარო»-ს ფინალზე საქართველოს წარადგენს «მის საქართველო»-ს ტიტულის მფლობელი, „იმიჯ ცენტრის“ წარმატებული მოდელი, ნუკა ყარალაშვილი. 

წელს “მის სამყაროს” ფინალზე 85 ქვეყნის წარმომადგენელი იწონებს თავს და მათი შეფასება შესაძლებელია მის სამყაროს ოფიციალურ ვებ გვერდზე და სოციალური ქსელების მეშვეობით:

http://missuniverse.com/members/profile/825393/year:2016

საქართველოს წარმომადგენელი  ნუკა ყარალაშვილი წლის განმავლობაში ინტენსიურად ემზადებოდა მის სამყაროზე გასამგზავრებლად.

მის ჩაცმულობაზე იზრუნა მოდის სახლმა  “მარიონელა”, რომელმაც სპეციალურად ამ კონკურსისთვის  დაამზადა ნაციონალური და საღამოს კაბები.

საერთაშორისო კონკურსის მიმდინარეობისას ნუკას, დანარჩენ კონკურსანტებთან ერთად, ელით წინაშესარჩევი ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება, რის მიხედვითაც ჟიური  გამოავლენს გამარჯვებულებს სხვადასხვა ნომინაციებში.

ფინალურ შოუმდე კონკურსანტებს ექნებათ ძალიან დატვირთული გრაფიკი.  გაიმართება სხვადასხვა ღონისძიები, მათ შორის ნაციონალური საჩუქრის აუქციონი და ნაციონალური  კოსტიუმების შოუ.

შეგახსენებთ, რომ სილამაზის კონკურსი “მის საქართველო”  კომპანია  “იმიჯ-ცენტრი”-ს  ორგანიზებით  წარმატებით ტარდება ჩვენს ქვეყანაში და მასში  ყოველწლიურად უამრავი გოგონა იღებს მონაწილეობას საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.

იმიჯ ცენტრშიუკვე მიმდინარეობს მის საქართველო 2017-ში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია ნიკო ნიკოლაძის 6-ში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე