ნიკა გვარამიაზე თავდასხმა - რატი გაჩეჩილაძეს ბრალი წაუყენეს

საქართველო, თბილისი - 15:54 | 09.01.2017
ნანახია: 1347

ნიკა გვარამიას ცემის ფაქტზე რატი გაჩეჩილაძეს ბრალი წარედგინა. ადვოკატის განცხადებით, გამოძიება გაჩეჩილაძეს „სისხლის სამართლის კოდექსის“ 126-ე მუხლის დარღვევაში ედავება, რაც ძალადობას გულისხმობს. 

”ბრალდებულს ბრალი უკვე წაუყენეს „სისხლის სამართლის კოდექსის“ 126-ე მუხლის პირველი ნაწილით. რატი გაჩეჩილაძემ აღიარა ჩადენილი დანაშაული და დეტალურად მისცა ჩვენება გამოძიებას და აღწერა ყველა ის ნიუანსი, რომელიც იმ დროს მოხდა. საქმეში სხვა პირი არ ფიგურირებს და არ იკვეთება ბრალეულობა სხვა პირების, იმიტომ რომ არც ერთი არ მონაწილეობდა. აღნიშნულს ადასტურებს საქმეში არსებული ჩვენებები, რომელიც მისცეს სუფრის წევრებმა”, - განაცხადა ლილი გელაშვილმა. 

მისივე თქმით, გაჩეჩილაძემ დეტალურად აღწერა და თქვა, რომ ის იყო ნასვამი და ნიკა გვარამიას მხრიდან ჰქონდა შეურაცხმყოფელ ფრაზას ადგილი.

,,მან ამ ფრაზის დასახელებისგან დაკითხვის დროს თავი შეიკავა, თუმცა ჩემთან საუბრისას აღნიშნა, რომ ეს ფრაზა მოგვიანებით სოციალურ ქსელშიც ახსენა”, - განაცხადა ადვოკატმა. მისივე თქმით, სასამართლო პროცესი ჩაინიშნება მას შემდეგ, რაც გამოძიება აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე შუამდგომლობით შევა სასამართლოში. 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე