იყო ერთი-ორი გარტყმა და ამის გამო სისხლის სამართლის პასუხისგებაში არ უნდა მიეცეს - ადვოკატი

საქართველო, თბილისი - 14:00 | 09.01.2017
ნანახია: 1424

რატი გაჩეჩილაძე აღიარებს ცემას, თუმცა ქმედება უნდა გადაკვალიფიცირდეს, როგორც ადმინისტრაციული დარღვევა -, განაცხადა ნიკა გვარამიაზე თავდასხმაში ბრალდებულის ადვოკატმა ლილი გელაშვილმა.

”მიმაჩნია, რომ ბრალი უნდა გადაკვალიფიცირდეს, იმიტომ რომ ეს არ არის სწორი ქმედება. იყო ერთი-ორი გარტყმა და ამის გამო სისხლის სამართლის პასუხისგებაში არ უნდა მიეცეს. ეს უნდა იყოს ადმინისტრაციულად დასჯადი ქმედება”, - განაცხადა ლილი გელაშვილმა. 

მისივე განმარტებით, ეს იყო ”ნასვამი ახალგაზრდა ბიჭის სპონტანური რეაქცია და არა პოლიტიკური ნიშნით ანგარისშწორება. ეს გამოწვეული იყო ნიკა გვარამიას მხრიდან მისი მამის და ბიძის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო”, - აღნიშნა ადვოკატმა.

თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში რატი გაჩეჩილაძეთვის ბრალის ოფიციალურად წარდგენა დღეს უნდა მოხდეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე