ივანიშვილი: ნაცმოძრაობის ქსელია აწყობილი ინტერნეტში

საქართველო, თბილისი - 20:50 | 24.10.2015
ნანახია: 1615

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ნაცმოძრაობის ქსელია აწყობილი ინტერნეტში. ივანიშვილმა ამის შესახებ შაბათის ქრონიკისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, ნაციონალებს უამრავი სივრცე აქვთ დაკავებული ინტერნეტში

“ როდესაც რუსთავი 2-ს ვახსენებდი და ჟურნალისტებს, ალბათ სჯობდა, მეხსენებინა, რომ ნაციონალური მოძრაობის ქსელია აწყობილი. არ არის მარტო რუსთავი 2 ამ ქსელში. უამრავი სივრცე აქვთ დაკავებული ინტერნეტში. აქვთ ბევრი გამოცემები. დავიწყოთ, ტაბულა - ყველაზე ინტელექტუალური ნაწილი. უხეში ელემენტებიც მინდა, დავასახელო. ვასახელებ ინტელექტუალურ ნაწილს, ბრჭყალებში, რა თქმა უნდა, ტაბულას. ნაციონალურ მოძრაობას ჰყავს უხეში და მძიმე იარაღი შალვა ნათელაშვილის სახით, რასაც გინდა, იმას იტყვის ეს კაცი. საზოგადოებაც მიეჩვია, რომ რასაც უნდა, იმას იტყვის ნათელაშვილი. ძალიან მძიმე საყურებელია ზოგჯერ, თვითონაც შეეჩვია ის ამ როლს. ნაციონალურ მოძრაობას შემდეგ ჰყავს ელისო კილაძე, ქრონიკა+. ის არის მარჩიელის როლშიც - წინასწარ იტყვის იმას, რაც სურს ნაციონალურ მოძრაობას. მაგრამ ყველაფრის ტირაჟირება ყველაზე კარგად ხდება რუსთავი 2-ში. ეს არის ის სტრუქტურა, რაც გააჩნია ნაციონალურ მოძრაობას ” - განაცხადა ყოფილმა პრემიერმა შაბათის ქრონიკაშ




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე