ცხვირის ძვალი–გატეხილი, ნიკაპი–მონგრეული, თითები–დამტვრეული - 4 იანვარს მომხდარი სასტიკი მკვლელობის დეტალები
საქართველო, თბილისი - 12:44 | 09.01.2017 ნანახია: 30834 იანვარს თბილისში, აღმაშენებლის პროსპექტზე, პოლიციის შენობიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით, ახალგაზრდა ქალი, ზიზი ურუშაძე, სადისტურად მოკლული იპოვეს. ზიზი ურუშაძის მკვლელობაში ბრალდებული მისი მეუღლე, ვახო სამხარაძე, სამართალდამცავებს თავად ჩაბარდა, მან მკვლელობის მიზეზად ეჭვიანობა დაასახელა, მაგრამ ამ ვერსიის კატეგორიულად არ სჯერათ მოკლულის ახლობლებს. ისინი ეჭვობენ, რომ მკვლელობის რეალური მიზეზი ფულია – ბრალდებულს ფული ჰქონდა წაგებული და მეუღლეს ამ თანხას სთხოვდაო.
წყვილი ე.წ. იტალიურ ეზოში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. მეზობელი ამბობს, რომ გაიგო როგორ სთხოვდა ქმარი ცოლს ფულს.
ზიზი ურუშაძის მეგობარი:
“ზიზი მაღაზიათა ქსელის მენეჯერი იყო, ყველა საქმეს ის აგვარებდა, საბაჟოზე, ბანკში, საგადასახადოში და სახლში ხშირად ჰქონდა სამსახურის ფული და მეორე დღეს მიჰქონდა საგადასახადოში. ქმარიც, ალბათ, ამიტომ სთხოვდა. ეჭვიანობაზე ლაპარაკი ზედმეტია, ზიზი ძალიან წესიერი იყო, სულ მუშაობდა, ვახო კი მის ნაშრომს ჭამდა…
დარწმუნებული ვარ, ზიზი ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ ჰყავდა, მაგრამ პრობლემაზე ჩვენთან არ ლაპარაკობდა… 6 წლიდან ვმეგობრობდით, ერთმანეთის ყველა ნაბიჯი ვიცოდით, სულ ერთად ვიყავით და ამ კაცმა დაგვაცილა ერთმანეთს. 2 წუთით რომ შემოირბენდა, დაძაბული იყო, სულ გარბოდა.
ვახოს მანამდე სხვა ოჯახი ჰყავდა, ყოფილ მეუღლესთან შვილებიც ჰყავს, მაგრამ მათთან ურთიერთობა არ ჰქონდა. ვახო ვერაზე გაიზარდა. წლების მანძილზე სასამართლოში უმცროს და-ძმას უჩიოდა, მათ მშობლების სახლი გააყიდვინა და წილი წამოიღო. იმ ფულით მანქანა იყიდა, მაგრამ მალე დაამტვრია. ასეთი კაცი იყო ვახო სამხარაძე”, - აცხადებს ზიზი ურუშაძის მეგობარი.
მოკლულის მეგობარი ტრაგედიის დღესაც იხსენებს:
“ზიზი სამსახურში რომ არ მივიდა, დაურეკეს, ტელეფონზე არ პასუხობდა და ამიტომ თანამშრომელი ვახოს შეეხმიანა. წარმოიდგინეთ, მკვლელობა უკვე ჩადენილი ჰქონდა და თანამშრომელი მოატყუა, ზიზი ბანკშია წასულიო…მან ცხედარი ბოქლომით ოთახში ჩაკეტა,შემდეგ ზიზის მშობლების ეზოში მივიდა. იქიდან ზიზის ძმისშვილი გამოიხმო, თავისი მანქანის გასაღები მისცა, უთხრა, შენ გჩუქნიო და მერე სამართალდამცველებს ჩაბარდა. შინ რომ მიბრუნებულიყო, ვიღაც შურს იძიებდა და ისიც იცოდა, რომ ჩაბარებით ბრალს შეიმსუბუქებდა. ზიზის ყელზე თოკი ჰქონდა შემოხვეული, ექსპერტიზა ჩატარდა და სავარაუდოდ, ყელი აქვს გამოჭრილი. მთელი სახე დალურჯებული აქვს, შუბლზე – კოპი, ცხვირის ძვალი – გატეხილი, ნიკაპი – მონგრეული, თითის ფალანგები – დამტვრეული. ზიზი ყველაფერს იტანდა, იმიტომ, რომ უყვარდა. მან კი მოკლა”, – ამბობს დაღუპულის უახლოესი მეგობარი.
ზიზი ურუშაძის დედა ცისანა მათითაიშვილი:
„ჩემი შვილი 24 საათი მუშაობდა. ეჭვიანი რომ იყო ჩემი სიძე, ამას ვგრძნობდი. რამდენჯერმე ზიზის სამსახურთანაც შევნიშნე, შორიდან უთვალთვალებდა. ყოველ დილით, სამსახურში წასვლის წინ მირეკავდა, იმ დღეს რომ არ დამირეკა, ვიფიქრე, ალბათ, ტელეფონი არა აქვს დატენილი-მეთქი. ჩემი შვილიშვილი მოვიდა ვარჯიშიდან, პირველის წუთები იყო, ამ დროს დაურეკა ვახომ, ქვევით ჩამოდიო და ბავშვიც ჩავიდა. რომ დაბრუნდა, ცახცახებდა, ვახომ მანქანის გასაღები მომცა და მითხრა ჩემს მანქანას შენ გჩუქნი, გვერდით ეზოში მყავს დაყენებულიო. ზიზის დავურეკე, მაგრამ ყურმილი არ აიღო, 10 წუთში ისევ დავრეკე, ტელეფონი უკვე გათიშული იყო. ამ დროს ეზოდან ხმა გავიგე, ურუშაძეები სად ცხოვრობენო, ვახოს და და სიძე იყვნენ. შვილიშვილი გავუშვი, ბავშვმა 15 წუთში დამირეკა, პოლიციაში ვარო. მაშინ გავიგე, რომ შვილი აღარ მყავდა“, – აცხადებს ცისანა მათითაიშვილი.
წყარო: “კვირის პალიტრა“
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა