ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ბრალდებით რატი გაჩეჩილაძე დააკავეს

საქართველო, თბილისი - 11:37 | 08.01.2017
ნანახია: 1339

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული რატი გაჩეჩილაძე დააკავეს.

გამოიძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 7 იანვარს თბილისში, რესტორან „დაინინგ რუმში“ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა "რუსთავი 2"-ოს გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

ამასთან, რატი გაჩეჩილაძემ ნიკა გვარამიასთან დაკავშირებულ ინციდენტში მონაწილეობის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა და პოლიციის განყოფილებაში გამოცხადდა.

„ღიად ვაცხადებ: ეს შემთხვევა, რომელიც რესტორან Dinning room- ში მოხდა, იყო ჩემი რეაქცია იმ ფიზიკურ და მორალურ შეურაცხყოფაზე, რომელიც მე და ჩემმა ოჯახმა განვიცადეთ განვლილი წლების განმავლობაში გვარამიას და არა მხოლოდ მისგან. ჩემს გარდა იმ ინციდენტში არ მონაწილეობდა არავინ. ცხადია, მისი მამის გარდაცვალების შესახებ არ ვიცოდი და არც შეიძლება მცოდნოდა. ადვოკატთან ერთად დღესვე, მე თვითონ გამოვცხადდები შესაბამის უწყებაში,“- წერს სოციალურ ქსელში რატი გაჩეჩილაძე. 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე