რატი გაჩეჩილაძის თქმით, ნიკა გვარამიას თავს ის დაესხა

საქართველო, თბილისი - 22:21 | 07.01.2017
ნანახია: 1968

პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის ლევან გაჩეჩილაძის შვილმა ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ინფორმაცია გაავრცელა, სადაც აღიარებს, რომ "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას თავს დაესხა. 

"ღიად ვაცხადებ: ეს შემთხვევა, რომელიც რესტორან Dinning room- ში მოხდა იყო ჩემი რეაქცია იმ ფიზიკურ და მორალურ შეურაცყოფაზე, რომელიც მე და ჩემმა ოჯახმა განვიცადეთ განვლილი წლების განმავლობაში გვარამიას და არა მხოლოდ მისგან. ჩემს გარდა იმ ინციდენტში არ მონაწილეობდა არავინ!
ცხადია, მისი მამის გარდაცვალების შესახებ არ ვიცოდი და არც შეიძლება მცოდნოდა.
ადვოკატთან ერთად დღესვე, მე თვითონ გამოვცხადდები შესაბამის უწყებაში", - წერს რატი გაჩეჩილაძე სოციალურ ქსელში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე