თავდასხმა ნიკა გვარამიაზე - "საფლავის კარამდე ჩავყვები და ვაზღვევინებ ბოლომდე"

საქართველო, თბილისი - 19:45 | 07.01.2017
ნანახია: 1720

"რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორზე თავდასხმა მოხდა. ნიკა გვარამია მომხდარის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, თავდასხმა მაშინ მოხდა, როდესაც რესტორანში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. 

"დღეს მამა დავასაფლავე და მძიმე ხასიათზე ვარ. მეგობრებმა რესტორან "დაინინგ რუმსში" წამიყვანეს, ცოტა მდგომარეობიდან რომ გამოვეყვანეთ. შუქი ჩაქრა და უკვე წამოსასვლელად ვემზადებოდით, რომ თავს დაგვესხნენ ჩუმად, მიპარვით, სიბნელეში. მოგვაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. მე ბოლო დღეების უძილობის და სტრესის გამო, იმდენად გაბრუებული ვარ, ვერც მოვასწარი რეაგირება და საერთოდაც ვერაფერს მივხვდი, სანამ იატაკზე არ გამოვფხიზლდი. ეგრევე გამოვიძახე პატრული. ირგვლივ კამერებია. თავდამსხმელების მაგიდაზე ყველაფერს მათი ანაბეჭდები აქვს.

პირობას ვდებ, არ მივიღებ არავითარ ბოდიშს და მეტანიებს. ნულოვანი ტოლერანტობა. არც მეტი, არც ნაკლები, საფლავის კარამდე ჩავყვები და ვაზღვევინებ ბოლომდე. ცალკე რესტორანი გაწეწავს საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის. პირობას ვდებ, მათ ფეხ ქვეშ მიწა დაიწვება,“- წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელ Facebook-ზე. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე