ბათუმში სუპერმარკეტების ქსელ ,,იალჩინის“ ბუღალტერი დააყაჩაღეს - გატაცებულია 150 ათასი ლარი

საქართველო, თბილისი - 15:22 | 06.01.2017
ნანახია: 1616

ბათუმში სუპერმარკეტების ქსელ ,,იალჩინის“ ბუღალტერს თავს დაესხნენ და გაძარცვეს. გავრცელებული ინფორმაციით, 150 ათასი ლარი გაიტაცეს. შემთხვევა ,,იალჩინის“ კუთვნილ სასაწყობე ფართთან ახლოს, ადლიის დასახლებაში, გვიან ღამით მოხდა. ,,რუსთავი 2“ -ის ინფორმაციით, საწყობიდან გამოსული ბუღალტერის ავტომანქანა შეაჩერეს და შეიარაღებულმა პირებმა ფული გაიტაცეს.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ეს უკვე სუპერმარკეტზე ყაჩაღობის მეორე შემთხვევაა. შეგახსენებთ, 31 დეკემბერს ,,იალჩინის“ მიმდებარე სავალუტო ჯიხური სანტას ფორმაში გადაცმულმა მძარცველმა დააყაჩაღა და გაიტაცა 60 ათასამდე ლარი. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე