ეკა ბესელიას სარჩელის განხილვა ელისო კილაძის წინააღმდეგ, დღეს დაიწყო

საქართველო, თბილისი - 14:52 | 06.01.2017
ნანახია: 1602

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის ეკა ბესელიას სარჩელის განხილვა ჟურნალისტ ელისო კილაძის წინააღმდეგ, დღეს დაიწყო. ბესელიას განცხადებით, ის ამ საქმეს ბოლომდე მიყვება, რათა დადგინდეს, სად გადის ზღვარი გამოხატვის თავისუფლებასა და გამიზნულ ცილისწამებას შორის. 

„ცოტა უცნაურია, რომ სარჩელის განხილვის დაწყებას ერთი წელი დასჭირდა და ვადებსაც გადასცდა. საკითხი ჩემთვის პრინციპულია. რადგან ეს პროცესი დავიწყე, მიმაჩნია, რომ პრეცედენტი უნდა შეიქმნას და დადგინდეს სად არის გამოხატვის თავისუფლების ზღვარი და სად ხდება პირდაპირი და გამიზნული ცილისწამება“, - აღნიშნა ბესელიამ და დასძინა, რომ მისთვის ასევე მნიშვნელოვანია საკრებულოს დეპუტატ ალეკო ელისაშვილთან დაკავშირებული საქმეც.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე