პირადი ცხოვრების ვიდეო კადრების მოპოვება გავრცელების საქმეზე დაკავებულები გაათავისუფლეს

საქართველო, თბილისი - 13:06 | 06.01.2017
ნანახია: 1202

პირადი ცხოვრების ვიდეო კადრების მოპოვება გავრცელების საქმეზე დაკავებულები სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

რევაზ შიუკაშვილს, ირაკლი ყიფშიძეს და გიგლა შიოშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის ცხრათვიანი ვადა 7 იანვარს ეწურებათ და ვინაიდან სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა ჯერ არ დასრულებულა, სასამართლომ, შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე ბრალდებულები დღეს გაათავისუფლა. 
გათავისუფლება არ შეეხო კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენიტის თავმჯდომარის ყოფილ მოადგილეს ვასილ ლელუაშვილს, რომელსაც მსჯავრი სხვა საქმეზე დაედო. 
სახელმწიფო ბრალდება კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ექვს თანამშრომელს სამოხელეო დანაშაულის ჩადენას ედავება, კერძოდ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას დაზარალებულთა პირადი შეურაცხყოფით.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე