უბედური შემთხვევა თბილისში - ქმარმა ცოლი თოკით გაგუდა

საქართველო, თბილისი - 15:51 | 04.01.2017
ნანახია: 1522

მკვლელობა თბილისში - აღმაშენებლის გამზირზე ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ქმარმა ცოლი თოკით გაგუდა. 

როგორც მეზობლები აცხადებენ, ბრალდებული გარდაცვლილის მეუღლეა, რომელიც სამართალდამცავებს თავად ჩაბარდა.

ექსპერტ-კრიმინალისტები ამ დრომდე მუშაობენ შემთხვევის ადგილზე. გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე