თბილისში ეკოლოგიისა და გამწვანების თემაზე ფორუმი გაიმართა

საქართველო, თბილისი - 15:00 | 24.10.2015
ნანახია: 1669

თბილისის მერი დავით ნარმანია საერთაშორისო ფორუმს სახელწოდებით „მწვანე დღეები თბილისში“ დაესწრო.

ფორუმი საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღისა და საქართველოს ლანდშაფტის არქიტექტორთა ასოციაცია „გალა“-ს ორგანიზებით ჩატარდა და ისტორიული და ბოტანიკური ბაღების რესტავრაციის შენარჩუნებისა და დაცვის საკითხების განხილვას მიეძღვნა.

”ფორუმი მწვანე დღეები თბილისში ძალიან საინტერესოა თავისი შინაარსით და დატვირთვით. ჩვენ მივიღეთ სტრატეგია დედაქალაქის ეკოლოგიური განვითარების და გამწვანების შესახებ 2020 წლამდე. შესაბამისად, აქტიურად ვმუშაობთ ამ სტრატეგიის საფუძველზე, რათა თბილისი იყოს უფრო მეტად მოწესრიგებული და მწვანე ქალაქი. მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში, საშუალება გვაქვს, ერთმანეთს გავუზიაროთ ისტორიული და ბოტანიკური ბაღების რესტავრაციის, შენარჩუნების და დაცვის მიმართულებით არსებული გამოცდილება, ამასთან, განვიხილოთ სამომავლო გეგმები სარეკრეაციო ზონების მოწესრიგებასთან დაკავშირებით”, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ფორუმს ესწრებოდნენ ლანდშაფტის, გამწვანებისა და სფეროს წამყვანი სპეციალისტები საფრანგეთიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან და საქართველოდან. ფორუმის საპატიო მონაწილე იყო ასევე საფრანგეთის ბაღებისა და პარკების ფონდის ვიცე-პრეზიდენტი, პრინცესა მარი სოლ დე ლა ტურ დ'ოვერნი.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე