თიბისი გალერეამ ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდის კონცერტს უმასპინძლა
საქართველო, თბილისი - 11:10 | 28.12.2016 ნანახია: 1690თიბისი გალერეაში, ელისო ბოლქვაძის ფონდ „ლირას" საახალწლო კონცერტი გაიმართა.
მუსიკალურ საღამოზე ახალგაზრდა პიანისტებმა 11 წლის ბარბარე ჩხაიძემ, 13 წლის ბარბარე თათარაძემ და 13 წლის ილია ლომთათიძემ მსმენელისთვის კლასიკური საფორტეპიანო მუსიკის შედევრები შეასრულეს.
13 წლის ბარბარე თათარაძე ჰოლანდიის საერთაშორისო კონკურსის პირველი პრემიის მფლობელია. ის ახლახან წარმატებით წარდგა მსმენელის წინაშე ამსტერდამის ცნობილ დარბაზ კონცერტგებოუში. ბარბარეს ლაივ-კონცერტს ხშირად აშუქებს ფრანგული არხი MEZZO, რომელიც მსოლფიოს 45 ქვეყანაში მაუწყებლობს.
13 წლის ილია ლომთათიძემ ასტანის საერთაშორისო კონკურსზე პირველი ადგილის მფლობელი გახდა. მას მიენიჭა ყაზახეთის პრეზიდენტის, ნურსულტან ნაზარბაევის პრემიაც. ილია არაერთხელ მიიწვიეს რუსეთსა და საფრანგეთში პრესტიჟულ, საერთაშორისო ფესტივალებზე.
პატარა ვირტუოზები ამჟამად ე. მიქელაძის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში იღებენ მუსიკალურ განათლებას. გარდა ამისა, რეგულარული მასტერკლასების ფორმატში, მიშელ სონის ცნობილ, ინოვაციურ საფორტეპიანო მეთოდს ეუფლებიან საფრანგეთსა და შვეიცარიაში.
ფონდი „ლირა" 2013 წელს დაარსა ცნობილმა ქართველმა პიანისტმა, იუნესკოს მშვიდობის არტისტმა ელისო ბოლქვაძემ.
ფონდის მიზანი ახალგაზრდა, ნიჭიერი ქართველი პიანისტების აღმოჩენა და მათი ხელშეწყობაა. „ლირა" აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ფონდთან „SOS Talents Michael Sogny'' (შვეიცარია), ასევე ყოველწლიური ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზატორია. „ლირას" მხარდაჭერით ვირტუოზმა პიანისტმა ბავშვებმა არაერთხელ მიიღეს მონაწილეობა პრესტიჟულ გალა კონცერტებში საფრანგეთში, შვეიცარიასა და ჰოლანდიაში.
„ლირა" აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს სხვადასხვა ქალაქის სამუსიკო სკოლებთან, სადაც ელისო ბოლქვაძე რეგულარულად აწყობს მასტერკლასებსა და შესარჩევ მოსმენებს.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა