სასამართლომ ტელეკომპანია ,,მაესტროს“ ლოგო გია გაჩეჩილაძეს მიაკუთვნა

საქართველო, თბილისი - 15:34 | 26.12.2016
ნანახია: 1392

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია ,,მაესტროს“ ლოგო გია გაჩეჩილაძეს მიაკუთვნა. საქმე ეხება ლოგოს გამოყენების უფლების ირგვლივ დავას, რომლის დაბრუნებასაც ტელეკომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ბაჩო კიკაბიძე მოითხოვდა.

დღეს მოსამართლემ 2014 წლის 24 ოქტომბრის პარტნიორთა კრების ის ხელშეკრულება სცნო ბათილად, რომლის საფუძველზეც სტუდია ,,მაესტროს“ 72%  წილის მფლობელებმა ლოგო  საკუთრებაში ბაჩო კიკაბიძეს გადასცეს. მოსამართლემ განაცხადა, რომ გენერალურ დირექტორს არ ჰქონდა უფლებამოსილება ოქმი გაეფორმებინა. 

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე