რომან შამათავას 8 წლიანი პატიმრობა მიესაჯა

საქართველო, თბილისი - 14:47 | 26.12.2016
ნანახია: 1366

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის მთავარი სამმართველოს ყოფილ უფროსს, რომან შამათავას  თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მგელიაშვილმა 8 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

რომან შამათავა ცნობილი იქნა დამნაშავედ პაატა ქარდავას და დავით ცინდელიანის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში და ასევე განზრახ მკვლელობის მცდელობაში.

მოსამართლემ ბრალდება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობა გადააკვალიფიცირა და განაჩენი განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით გამოუტანა.

მოსამართლის გადაწყვეტილება, ცინდელიანის და ქარდავას ოჯახის წევრების პროტესტი მოყვა. ისინი უვადო პატიმრობას ითხოვენ.

პროკურორის განცხადებით, მკვლელობის მცდელობის კვალიფიკაციის მინიჭება სავარაუდოდ იმ მოტივით მოხდა, რომ ცინდელიანის და ქარდავას გვამები ნაპოვნი არ არის და მათზე სამედიცინო ექსპერტიზა არ ჩატარებულა.

შამათავას ადვოკატი, ცინდელიანის და ქარდავას ოჯახის წევრები განაჩენის გასაჩივრებას გეგმავენ, ხოლო პროკურატურა განაჩენის დასაბუთებული გადაწყვეტილების შემდეგ ჩამოყალიბდება. 

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე